დიდი შვიდეულის სამიტამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ გატარებული პოლიტიკა.
შეხვედრის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ამერიკის საპასუხო რეაქციაზეც ისაუბრა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არჩეულ კურსს არ შეცვლის.
,,ჩვენ უფრო მეტად ყურადღებას ვამახვილებთ რუსეთის ქმედებებსა და მის მიერ არჩეულ კურსზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რუსეთი აირჩევს უხეშ და აგრესიული პოლიტიკის გზას, ჩვენი პასუხიც შესაბამისი იქნება. თუმცა ჩვენ არ გვსურს სიტუაციის ესკალაცია’’,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
დიდ შვიდეულს ემატება რამდენიმე ქვეყანა. შვიდი ინდუსტრიული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დომინიკ რააბი მასპინძლობს ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკისა და სამრეთ კორეის წარმომადგენლებს, რომლებიც ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონის ინტერესებს წარმოადგენენ.