მთავარი ევროპა რუსეთი ციმბირული ხატების მუზეუმი

ციმბირული ხატების მუზეუმი

ციმბირში მდებარე სუზუნის მუზეუმში გამოფენილი ხატები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ადგილობრივი ოჯახების დაკვეთით შესრულდა.

ხატები უმეტესად პრიმიტიული ტექნიკით, ხალხური სტილით არის შესრულებული. მათი ავტორები პროფესიონალი ხატმწერები არ ყოფილან. ამიტომ ხატებს განსაკუთრებული, ციმბირული ხასიათი გამოარჩევს.

 
„ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ერთ-ერთ ასეთ საოჯახო ხატს, რომელზეც გამოსახული არიან წმინდანები: თევდორე, პროკოფიუსი და ანა. მათ შორის დგას იესო ქრისტე, რომელიც, როგორც  წმინდანთა თანასწორი, ისე არის წარმოჩენილი. ხალხური ხატების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ წმინდანთა იერარქია არ არის გათვალისწინებული“, – ამბობს მკვლევარი ტატიანა პროხოროვა.


სუზუნის მუზეუმი ნოვოსიბირსკის მუზეუმის ერთ-ერთი ფილიალია. იგი 2020 წელს გაიხსნა.

საბჭოთა მმართველობის დროს მოსახლეობამ ხატები მუზეუმებში ჩააბარა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მათი უმეტესობა ანტიკური ნივთების მაღაზიებში აღმოჩნდა. ადგილობრივმა მკვლევრებმა მათი შეგროვება 2012 წელს დაიწყეს.

მუზეუმში ამჟამად სამასამდე ხატია გამოფენილი.

უახლესი

სხვა ამბები

ხატებიხატები

Send this to a friend