მთავარისაქართველორის მიხედვით ირჩევენ სააღდგომო პასკას

რის მიხედვით ირჩევენ სააღდგომო პასკას

აღდგომამ ჩაიარა, მაგრამ სააღდგომო დღესასწაული გრძელდება.

ჯერ კიდევ არ გატეხილა ყველა კვერცხი და კიდევ დარჩა ჩაისთან მისაყოლებლად სააღდგომო პასკის გემრიელი ნაჭრები.

ამ სადღესასწაულო დესერტს ზოგი თვითონ ამზადებს, ზოგი საკონდიტროს სტუმრობს, ზოგიც უბრალოდ მაღაზიის დახლებიდან ირჩევს რომელი პასკა მიიტანოს სააღდგომო სუფრაზე. როგორია პასკის ცხობის ტრადიცია? და რის მიხედვით ირჩევს უმეტესობა სააღდგომო ნუგბარს?

 
მზარეული გურამ ბაღდოშვილი სააღდგომო ხაჭოს პასკის ამზადებს.

[br]ამ დესერტის მომზადება რთული არ არის, თუმცა მოთმინებას მოითხოვს. ინგრედიენტებსა და რეცეპტს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მზარეული ერთ რჩევას გვაძლევს :

„რაც უფრო მარტივად გავაკეთებთ პასკას, და მხოლოდ ჩვენთვის უბრალოდ საყვარელი ინგრედიენტებით გავაუმჯობესებთ ის არის ჩვენთვის ტუზიც და ჯოკერიც“, – ამბობს მზარეული გურამ ბაღდოშვილი​.

გურამი ამბობს, რომ კერძები და დესერტები, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდება ხშირად განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს.

“ხაჭოს პასკა ძალიან მიყვარს დღეს ეს არის ჩემი საყვარელი პასკა ამიტომაც ვაკეთებ. ჩვენ ხშირად დღესასწაულებზე იმ კერძს ან საკონდიტრო ნაწარმს ვაკეთებთ, რომელიც კონკრეტულ დღესასწაულს შეესაბამება, ამიტომ ყოველთვის წინასწარ კალენდარში ვეძებ და ვკითხულობ”, – ყვება მზარეული გურამ ბაღდოშვილი.

ვისაც პასკის მომზადება თავად არ შეუძლია,  სასურსათო მაღაზიებს აკითხავენ. აქ პასკების ფასი ზომის, მოცულობის და გაფორმებების შესაბამისად იმატებს.

რის მიხედვით ირჩევს მოსახლეობის უმეტესობა სააღდგომო პასკას?

ამ კითხვით “ევრონიუს ჯორჯიამ” ქუჩაში მოქალქეებს კითხვით მიმართა:

„წელს მნიშვნელობა აქვს ფასს იმიტომ რომ გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ მაინც უკეთესი მინდა, რადგან პატარებს უყვართ ძალიან“.

„ჩვენ ტრადიციად გვაქვს, რომ ყოველ წელს სახლში ვაცხობთ პასკას“.

„ალბათ ბევრს ვერ შევიძენ, თუმცა ერთ ორს ალბათ შევძლებ და ვიყიდი“.

„წელს მეშინია ფასებს შევხედო აღარ ვუყურებ ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ გამოვაცხო პასკა“.

„ადრე 2-3 პასკას მაინც ვყიდულობდით მაგრამ წელს ყველაფერი გაძვირდა, მოემატა ყველაფერს ფასი ამიტომ ნაკლებს ვყიდულობთ, რადგან ერთი პასკა მაინც უნდა გვქონდეს ოჯახში“.

როგორც აღმოჩნდა, უმეტესობისთვის სწორედ ფასია გადამწყვეტი.

თბილისის ერთ-ერთ საკონდიტროში ამბობენ, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მაინც ყველაზე ეკონომიურს ირჩევს.

“მოთხოვნა ამ დღეებში პასკებზე ძალიან დიდია, მოგეხსენებათ სააღდგომო სუფრაზე პასკა აუცილებელია. ამას გარდა ვიღებთ შეკვეთებსაც“, – ამბობს ერთ-ერთი საკონდიტროს მენეჯერი ნაზი ნიკოლაიშვილი.

აღდგომის დღესასწაულს ზოგი მრავალფეროვანი სუფრით შეხვდა, ზოგმაც მოკრძალებულად იზეიმა.

თუმცა, დღესასწაული ყველასთვის იყო, და ეს დღესასწაული გრძელდება…

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend