მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში საგამოფენო სივრცეები გაიხსნა

ევროპაში საგამოფენო სივრცეები გაიხსნა

პანდემიის მიუხედავად, ბერლინში ამ შაბათ-კვირას 50-მდე გამოფენა გაიხსნა. როგორც წესი, ამ დროს ქალაქში ხელოვნების მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, თუმცა შეზღუდვების გამო ამჯერად გამოფენებს უმეტესად ადგილობრივები სტუმრობდნენ,

დამთვალიერებლებს მაქსიმუმ 24 საათის წინ გაკეთებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარედგინათ.

„ყოველდღიური ტესტირების საშუალებით გამოფენების გამართვა შესაძლებელი გახდა. გალერეას სოციალური ფუნქცია აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ეს კვირეული სწორედ ამას ემსახურება“, – ამბობს ანდრე შლეხტრიმი, გალერეის მფლობელი.

ბარსელონაში მდებარე მარიტიმუს მუზეუმში გაიმართა ცნობილი მხატვარ-გრაფიკოსის მორის ეშერის ნამუშევრების რეტროსპექტივა. ეშერის ნახატებში გამოსახული უსასრულო კიბეებისა და ილუზიების სამყარო ფართო აუდიტორიაში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუზეუმში მისი ორასამდე ნამუშევარია გამოფენილი.

„ეშერზე დიდი გავლენა იქონიეს მისი დროის მათემატიკოსებმა. მხატვარი მათ ამსტერდამში გამართულ კონგრესზე შეხვდა“, – ამბობს ფედერიკო გიუდიკეანდრეა, კოლექციონერი.

ესპანელი სიურეალისტი მხატვრის სალვადორ დალის ნახატების გამოფენა გაიმართა რუსეთის ქალაქ პერმში. ღონისძიებაზე უმეტესად დალის გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენაზე ასევე მოწყობილია სივრცე, სადაც დალის სურეალისტური სამყაროს დანახვა სამ განზომილებაშია შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend