მთავარიაზიაავღანეთიNATO-ს სამხედრო მისია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება

NATO-ს სამხედრო მისია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს ტოვებენ. NATO-ს სამხედრო მისია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება.

ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლების  განცხადებით, NATO-ს სამხედრო ძალების ნაწილი უკვე ემზადება ქვეყნის დასატოვებლად.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკვე ივლისის  დასაწყისისათვის იგეგმება 1300 გერმანელი ჯარისკაცის ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნება.

ამ დროისათვის ავღანეთში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის’’ ფარგლებში სულ 9600 სამხედრო იმყოფება, რომლებიც NATO-ს წევრ 36 ქვეყანასა და ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ. ისინი ქვეყანას მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ და ამით ავღანეთში 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ორი სამშვიდობო მისიაც დასრულდება.

 

პირველი მისია იყო  ,,საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები’’, ე.წ. აისაფი, რომლის ფარგლებშიც NATO-ს სახმელეთო სამხედრო დანაყოფები თალიბანს ებრძოდნენ.

მეორე იყო ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია’’, რომელიც დაიწყო 2015 წლის იანვარში და მიზნად ისახავდა ავღანეთის სამხედრო ძალების გაწვრთნას, კონსულტაციასა და დახმარებას. როგორც ავღანეთის ნაციონალური არმიის ჯარისკაცები ამბობენ, მათ ბევრი რამ ისწავლეს ამ მისიის ფარგლებში.

ავღანეთიდან ჯარის სრულად გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

სრულდება დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მისია, რომელიც თავდაპირველად ბინ ლადენისა და მისი ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია  და ქვეყანაში არეულობა კვლავაც გრძელდება.

ქაბულში ახლახან  ავტომობილის აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 15 კი დაშავდა. ეს აფეთქება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, რომლებიც ავღანეთში ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა.

ავღანეთში შიშობენ, რომ ცხოვრება მალე ისევ იმ რეჟიმში დაბრუნდება, როგორც ეს 11 სექტემბრის შემდეგ იყო.

თუმცა მოსახლეობას მოუწევს ისევ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ამჯერად აშშ განსხვავებულ მხარდაჭერას გამოუცხადებს ქვეყანას.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend