მთავარი ევროპა პორტუგალია ყველაზე გრძელი საცალფეხო ხიდი მსოფლიოში

ყველაზე გრძელი საცალფეხო ხიდი მსოფლიოში

ერთადერთი, რაც თქვენ გჭირდებათ, კარგი მხედველობაა, რომ შეძლოთ პორტუგალიის ლამაზი ხედების დანახვა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საცალფეხო ხიდი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ორ მაისს გაიხსნება.

ეს არის 516 მეტრი სიგრძისა და 175 მეტრი სიმაღლის ფოლადის თოკებით დამაგრებული ხიდი, თოკები უზრუნველყოფს, რომ  ხიდი უსაფრთხო იყოს. იგი მდინარის კალაპოტზე გადის.

„თავიდან ვნერვიულობდით, თუმცა შემდეგ დავწყნარდით. ახლა მშვიდად დავდივართ, ვიცით, რომ ეს ძალიან უსაფრთხოა“, – ამბობს მარციო სოარეზი, ტურისტი.

„ ეს სასწაულია! ძალიან მინდოდა მისი გადაკვეთა და ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, – თქვა არუკას მცხოვრებმა მარია რესენდემ.

 

ხიდი აროკაში მდებარეობს, ​ ავეირუს რაიონში, პორტუგალიის ჩრდილოეთით, პორტუს აღმოსავლეთით, მის მშენებლობას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა.

თუ სიმაღლე გაშინებთ, მდინარის ციცაბო ხეობაში 8 კმ-ის სიგრძის ტყეში გაყვანილ ბილიკებს შეგიძლიათ გაუყვეთ.

უახლესი

სხვა ამბები