რუსეთში ალექსეი ნავალნის გუნდის ადვოკატის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
ადვოკატის ივან პავლოვის განცხადებით, მას ბრალად გამოძიების დეტალების გასაჯაროება ედება.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა მისი სასტუმრო ოთახი და გუნდის ოფისი გაჩხრიკეს.
თვის დასაწყისში რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდისთვის“ ექსტრემისტული დაჯგუფების სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა. ადვოკატი ივან პავლოვი ნავალნის სწორედ ამ საქმეზე წარმოადგენს.