მთავარისაქართველო„გაყინული“ კანონპროექტი

„გაყინული“ კანონპროექტი

ოპოზიციის პარლამენტში პირველად მისვლის შემდეგ, ერთი შეხედვით გაჩნდა იმის განცდა, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებები, პოლიტიკურ არენაზე მყოფი ორივე მხარის მიერ მშვიდად შესრულდებოდა.

მაგრამ, გაჩნდა თუმცა – მმართველი და ოპოზიციური პარტიები, რიგ საკითხებზე ისევ ვერ თანხმდებიან. ოპოზიციას თავისი არგუმენტები აქვს. მათ, პოლიტიკური ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტიც წარუდგინეს პარლამენტს.

„ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის შეხედულებები რომ არ გაითვალისწინოს და ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე მიიღოს ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია, ეს დაარღვევს შეთანხმების სულისკვეთებას. არ ვიცი სასამართლო რამდენი ხნით გადაიდო, თუ „ქართული ოცნება“ აპირებს დამატებითი ნაბიჯები გადადგას, რომ გადადებულ სასამართლო პროცესზე გამოიყენოს ხელისუფლების ხელში არსებული ბერკეტები ნიკას გასათავისუფლებლად, ეს ვფიქრობ მხოლოდ მიეხმარება შეთანხმების შესრულებას და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას“, – ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, საპატიმროს ყველა კარი და დარაბა გაუღეს, მაგრამ ციხეს თავად არ ტოვებს. მმართველ პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების სამართლებრივი საქმეები წარსულს უნდა ჩაბარდეს და ამისათვის, ამნისტია ყველას უნდა შეეხოს.

„შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ 20-21 ივნისის სამართლებრივი საქმეები წარსულს უნდა ჩაბარდეს და ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში უნდა გადაიშალოს. ჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის. მხოლოდ, ვიცავთ სამართლიანობას. თუ ამნისტია ეხება ნიკა მელიას, მაშინ რატომ არ უნდა შეეხოს ყველას, მათ შორის სამართალდამცავებს. ასეთი მცირე უთანხმოებაა ოპოზიციასა და ჩვენს პოზიციებს შორის. თუმცა, შეთანხმება უნდა შედგეს. ახლა ეს არის მთავარი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა“.

რაზე შეთანხმდებიან პოლიტიკური მხარეები და როდის მიიღებს პარლამენტი პოლიტიკური ამნისტიის შესახებ კანონს, ჯერ უცნობია.

ფაქტია, რომ დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ორ ალტერნატიულ კანონპროექტს შორის მოუწევს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend