მთავარი გადაცემები კუბი „სინოფარმის“ ვაქცინაზე ასაცრელად ადგილები რეგიონებში დარჩა

„სინოფარმის“ ვაქცინაზე ასაცრელად ადგილები რეგიონებში დარჩა

თბილისში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად ადგილები უკვე შევსებულია.

18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ჩინურ ვაქცინაზე რეგისტრაცია სახელმწიფოს ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge -ზე საღამოს, 20:00 საათზე, დაიწყო და დაახლოებით 2 საათში თბილისში ჩინურ ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად ადგილები უკვე შევსებული იყო.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ ეტაპზე მხოლოდ რეგიონებშია შესაძლებელი რეგისტრაცია. დედაქალაქში კი ყველა ვიზიტი დაჯავშნილია.

„სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება.

საქართველოში ამ დროისთვის კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინაცია „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

27 აპრილის მონაცემებით, სულ  40 095 ვაქცინა გაკეთდა.  ვაქცინის ორივე დოზით კი 3622 ადამიანი აიცრა.

კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმის“ დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

სინოფარმისინოფარმი