მთავარისაქართველოოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას წარადგენს

ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას წარადგენს

ოპოზიცია დღეს, 28 აპრილს, პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას წარადგენს.

საერთო პოზიციაზე შეუჯერებლობის გამო, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 2 კანონპროექტი ჩამოაყალიბეს.

გუშინ  ოპოზიციის პირველი დღე პარლამენტში უმრავლესობასთან ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე უშედეგო მოლაპარაკებით დასრულდა.

განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებაზე.

მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ამნისტიისას დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმთან დაკავშირებითაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend