მთავარიევროპაპორტუგალიავაქცინაციის შედეგად პორტუგალიაში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

ვაქცინაციის შედეგად პორტუგალიაში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

პორტუგალიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა.

პანდემიის გავრცელების შემდეგ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაცვლილა.

ასეთი შედეგი ბოლოს ორ აგვისტოს გამოვლინდა. ორშაბათს გამოქვეყნებული სტატისტიკა წინა დღის მონაცემებს ასახავს. ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დაინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენელი აღნიშნავს, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შემცირებულია.

 

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპით გაგრძელდება, ქვეყანაში მოსახლეობა კოლექტიურ იმუნიტეტს ზაფხულის პირველ თვეებში გამოიმუშავებს.

ამასობაში, პორტუგალიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები რესურსების მობილიზებას ინდოეთის დასახმარებლად ცდილობენ.

ეს არის ევროპული მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ინდოეთმა მკვეთრად გაუარესებული კოვიდმდგომარეობის გამო დახმარება ითხოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend