მთავარისაქართველოშეზღუდვები სააღდგომოდ

შეზღუდვები სააღდგომოდ

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა სულ უფრო ძლიერდება.

ქვეყანაში ბოლო 2 კვირის დადებითობის მაჩვენებელი 4,03%-ია. წინ კი აღდგომის დღესასწაულია, რომელიც უკვე მეორე წელია, ტრადიციულად ვერ ტარდება.

3-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებსა თუ დაბებში არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ იზღუდება.

 
საქართველოში ასეთი სურათია:

  • კორონავირუსის 14 ათასი აქტიური შემთხვევა;
  • 4 ათასზე მეტი გარდაცვლილი;
  • რეკომენდაციები, რომლებსაც ყველა არ იცავს;
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელსაც ბევრი არ ენდობა;

და კითხვა, სად არის პრობლემა?

ჩვენშია პრობლემა. მეტი თვითშეგნება გვმართებს, ცეცხლს ვეთამაშებით. ამ დაავადებამ ერთ წელიწადში 4000 ადამიანი შეიწირა. ორი დღეა, ქვეეყანაში გარდაცვალების  18 შემთხვევა ფიქსირდება. ეს დიდი პრობლემაა“,- ამბობს  ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ინფექციის გავრცელების მაპროვოცირებელი საქართველოში ძირითადად აკრძალული ხალხმრავალი შეკრებებია, რომლებიც ხშირად ინფიცირებულთა ახალ ჯგუფებს ქმნიან.

მსგავსი შეკრებები ძირითადად სადღესასწაულო დღეებში ხდება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

„სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;  სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში კი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი“, – ამბობს გიორგი ღიბრაძე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი

მთავრობის წევრების თქმით, საქართველო ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს, ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც პაციენტთათვის დამატებითი საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადისა თუ ტესტების მარაგის მობილიზებას გულისხმობს.

მეტი დატვირთვაა თბილისზე, სხვაგან, საბედნიეროდ, უკეთესი მდგომარეობაა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება. რაც შეეხება სხვა მარაგებს, საკმარისი მარაგი გვაქვს იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაფერისი სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 80%-ს გასცდა.

ხელების ხშირი დაბანა, სამედიცინო ნიღბის სწორი გამოყენება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება  COVID-19-სგან თავის დაცვის უცვლელ წესებად უკვე ერთ წელზე მეტია რჩება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend