ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში ჩადებულ პუნქტებზე მუშაობას პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაიწყებს.
დოკუმენტი საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.
საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება, ბარიერი კი 2%–მდე შემცირდება.
საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომპლექტდება, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდება.
რაც შეეხება ყველაზე სადავო – ამნისტიის პუნქტს, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.