მთავარიამერიკააშშოსკარი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში "მომთაბარეთა მიწამ" მიიღო

ოსკარი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში “მომთაბარეთა მიწამ” მიიღო

ფილმ „მომთაბარეთა მიწის“ რეჟისორმა ქლოი ჟაომ ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციებში გაიმარჯვა.

ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში პრემია ქალს გადაეცა. ჟაო ასევე პირველი ფერადკანიანია, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.

„ყველა ადამიანი კეთილი იბადება. ამისი ბავშვობიდან მჯეროდა და ახლაც მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს. მაგრამ სადაც არ წავსულვარ, ყველგან ვცდილობდი, კარგი მეპოვა ადამიანებში“., – განაცხადა რეჟისორმა ქლოი ჟაომ.

 
„მომთაბარეთა მიწა“ მოგვითხრობს მოხუცებულ ადამიანებზე, რომლებმაც მომთაბარე ცხოვრების სტილი აირჩიეს.

ფილმში მთავარ როლს მსახიობი ფრანსის მაკდორმანდი ასრულებს, რისთვისაც მან საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო.

ეს უკვე მისი მესამე ოსკარია. წარსულში მან ჯილდო ორ ფილმში მონაწილეობისთვის აიღო. ეს ფილმებია „ფარგო“ და „სამი ბილბორდი.“

„სიტყვები არ მყოფნის. ჩემს სათქმელს ალბათ ჩემი ნაშრომი უკეთ გადმოსცემს. ამიტომაც მუშაობა ძალიან მიყვარს“, – განაცხადა მსახიობმა ფრანსის მაკდორმანდი.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებულად ენტონი ჰოპკინსი დასახელდა. ბოლოს მან ოსკარი 30 წლის წინ ფილმ „კრავების დუმილისთვის“ აიღო.

ამჯერად მას გადაეცა პრემია ფილმ „მამასთვის“, რომელშიც იგი ასრულებს იმ მოხუცი მამაკაცის როლს, რომელსაც მეხსიერების პრობლემები ექმნება.

ფილმმა, რომლის რეჟისორი ფრანგი ფლორიან ზელერია, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend