მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ლოს-ანჯელესში აღნიშნავენ

ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ლოს-ანჯელესში აღნიშნავენ

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება იზეიმეს ამერიკაში მცხოვრებმა სომხებმა.

106 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ სომხების წინააღმდეგ მასობრივი დევნა გამოაცხადა, რის შედეგადაც ერთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

თარიღის აღსანიშნად ადგილობრივმა სომხურმა თემმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სახალხო მსვლელობა გამართა.

წარსულში ამერიკის პრეზიდენტები 1915 წელს განვითარებული მოვლენების შეფასებისას სიტყვა „გენოციდს“ არ ახსენებდნენ, რათა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან – თურქეთთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ.

 

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა. 105 წელი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„ჩვენ არ ვეთანხმებით პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას. მისი საქმე არაა, შეაფასოს ის, რაც 105 წლის წინ მოხდა“, – აცხადებს კონტრ-აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ორი აქცია გაიმართა ქალაქ ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან.

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ სომხების მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დროს გამართული ბრძოლების შედეგი იყო და არ იყო სისტემატური ხასიათისა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend