მთავარიკუბიSpaceX-მა ორბიტაზე ოთხი ასტრონავტი გაუშვა

SpaceX-მა ორბიტაზე ოთხი ასტრონავტი გაუშვა

SpaceX-ის რაკეტით ოთხი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა.

ეს ილონ მასკის კომპანიისთვის ერთ წელიწადში უკვე მესამე პილოტირებული ფრენაა.

ამერიკელი, იაპონელი და ფრანგი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 24 აპრილს მიაღწევენ და იქ ექვსი თვის განმავლობაში დარჩებიან.

გაფრენის პროცედურები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული წესების დაცვით ჩატარდა.

 
ეს მისია პირველია, როდესაც SpaceX ხელმეორედ იყენებს იმ კონკრეტულ სატრანსპორტო კაფსულასა და რაკეტა ამაჩქარებლებს, რომლებიც ორბიტაზე წარსულშიც გასულან.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიის დროს ასტრონავტების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება, თუმცა 28 აპრილს სადგურს ოთხი ასტრონავტი დატოვებს, რომლებიც ორბიტაზე 2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან.

SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სატვირთო ფრენები 2011 წელს დაიწყო, როდესაც NASA-ს კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა.

პირველი პილოტირებული სადემონსტრაციო ფრენა კომპანიამ 30 მაისს განახორციელა, ხოლო გეგმიური ფრენები 16 ნოემბერს დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend