მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიური სოფელი მაღაროს წინააღმდეგ

პორტუგალიური სოფელი მაღაროს წინააღმდეგ

ჰაერის დაბინძურების შეზღუდვის მიზნით ევროკავშირში ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანებზე მოთხოვნა იზრდება.

მათ დასამზადებლად საჭიროა ლითიუმი, რომელიც ჩრდილოეთ პორტუგალიაში მოიპოვება.

კომპანიები იქ მაღაროების აშენებას გეგმავენ, თუმცა მათ ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობის განცხადებით, მაღაროები გარემოსთვის საზიანოა.

ჩრდილოეთ პორტუგალიაში. შესაძლოა, ევროპის ეკოლოგიურად სუფთა მომავლის გასაღები იმალებოდეს.

აქ მოიპოვება ლითიუმი, რომელსაც ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანების დასამზადებლად იყენებენ. უახლოეს მომავალში პორტუგალიურ სოფელ კოვაშ დუ ბაროზუში შესაძლებელია უზარმაზარი მაღარო აშენდეს. მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მათი აზრით, მაღაროს მოჰყვება მტვერი, ხმაური და დაბინძურება.

„ლითიუმის მოპოვებას არ ვეწინააღმდეგები, თუმცა არ მსურს, რომ  ჩვენი სოფლები დაბინძურდეს იმისთვის, რომ ქალაქებში ჰაერი გასუფთავდეს“, – ამბობს მწყემსი პაოლო პირესი.

ხალხი აქაურ მიწას მიჯაჭვულია. ტერიტორიას გაერომ მსოფლიო მნიშვნელობის სამეურნეო მემკვიდრეობის სტატუსიც მიანიჭა. აიდა და ნელსონი მაღაროს მშენებლობას პირადი მიზეზების გამო ეწინააღმდეგებიან.

„აქ მე და ჩემი ძმები გავიზარდეთ, აქ ძროხებს ვმწყემსავდით. აქაურობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს ყველაფერი განადგურდება. ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ“, – ამბობს ფერმერი აიდა ფერნანდესი.

„სავანა რიზორსისი“ ბრიტანული კომპანიაა, რომელიც მაღაროს აშენებას აპირებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი შეიძლება ისე განხორციელდეს, რომ გარემო არ დაზიანდეს.

„ჩვენ შევადგინეთ პროექტი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვის წესები გათვალისწინებულია“, – აცხადებს „სავანა რიზორსისის“ აღმასრულებელი დირექტორი დეივიდ არჩერი.

სოფელ კოვაშ დუ ბაროზუს ბედი ახლა პორტუგალიის პარლამენტის ხელშია, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გაცემა ევალება.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი ევროპის ამბიციებს ეწირებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend