რუსული ტექნიკის დიდი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინის და ოკუპირებული ყირიმის მიმდებარე ტერიტორიებს დღეს, 22 აპრილს დატოვებს.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
“სამხედრო ტექნიკა გამოიცადა და ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათი საშუალებით შევძლებთ ქვეყნის დაცვას. შესაბამისად, უკრაინის მოსაზღვრე სამხრეთ და დასავლეთ რაიონებში, სამხედრო ტექნიკის ინსპექტირების ოპერაციას დასრულებულად მივიჩნევ”, – წერია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.