მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კლიმატის თემაზე ონლაინკონფერენციას უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კლიმატის თემაზე ონლაინკონფერენციას უხელმძღვანელებს

თეთრ სახლში მისვლის პირველივე დღიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გარემოს საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა. ის პარიზის 2015 წლის ხელშეკრულებას დაუბრუნდა.

მისმა წინამორბედმა ეს ხელშეკრულება უყურადღებოდ დატოვა. ჯო ბაიდენი კი ცდილობს, შეერთებული შტატების მიმართ ნდობა აღადგინოს.

 

ის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით უხელმძღვანელებს ონლაინკონფერენციას, რომელშიც 40 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ის არის, რომ კლიმატის კრიზისი, რომელსაც მთელი მსოფლიო აწყდება, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„თავისი პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა შეისწავლა, რათა პრობლემა სრულყოფილად განეხილა“, –  თქვა პრესმდივანმა.

კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატებში ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით ახალ გეგმას განიხილავენ. 2005 წლის მონაცემებთან შედარებით, 2030 წელს ემისიების 50%-ით შემცირება იგეგმება.

თუმცა ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია კონსენსუსზე ემისიების შემცირების საკითხთან დაკავშირებით.

ევროკავშირსაც მსგავსი გეგმები აქვს. ევროკავშირმა დაისახა ამბიციური მიზანი, რომლის თანახმადაც, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით, ნახშირბადის ემისია მინიმუმ 55%-ით უნდა შემცირდეს.

ევროპარლამენტარი იუტე გუტელანდი მიიჩნევს, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ევროკავშირი ლიდერობს.

„ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი უფროსი ძმა არ არის. ჩვენ უფრო ვართ უფროსი ძმა თუ და. ასე რომ, მათ მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, რომ ისინი გამხნევდნენ და როდესაც ნახავენ, რას მივაღწიეთ, მათაც ანალოგიურად უნდა შეასრულონ თავიანთი გეგმა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სამიტს დაესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნახშირბადის ემისიასთან ბრძოლის გზები უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით პრობლემებთან საბრძოლველი გზები უნდა გამოინახოს.


„ჩვენ უნდა შევცვალოთ სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, კომუნალური სექტორი და ინფრასტრუქტურა, შევამციროთ ემისია და მკაცრი კონტროლისა და მონიტორინგის ზომები შემოვიღოთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ქვეყნებს პანდემიის დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა სჭირდებათ. ემისიის შემცირების ახალ გეგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ისინი, ვინც ემისიას ებრძვიან, იმედოვნებენ, რომ კანონმდებლები პანდემიასა და კლიმატის კრიზისს მწვანე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებით გაუმკლავდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend