მთავარიმსოფლიოლუჯაინ ალ-ჰათლული ვაცლავ ჰაველის პრემიით დააჯილდოვეს

ლუჯაინ ალ-ჰათლული ვაცლავ ჰაველის პრემიით დააჯილდოვეს

ადამიანთა უფლებების დამცველი საუდის არაბეთიდან ლუჯაინ ალ-ჰათლული ევროპის საბჭომ ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

თუმცა იგი 2018 წელს დააკავეს და გასულ დეკემბერს ტერორიზმის ბრალდებით 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ჯილდო მის დას გადასცეს.

ლუჯაინ ალ-ჰათლულის და ლინა ამბობს, რომ ლუჯაინი ღონისძიებას ვერ დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე თავისუფალია, მას მაინც არ აძლევენ სიტყვით გამოსვლის უფლებას.

ლინას დამ 1001 დღე გაატარა ციხეში. იგი საუდის არაბეთში  ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. მან საკუთარი თავი შესწირა, რომ საუდის არაბეთში ქალებს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ.

იგი იბრძოდა მათი უფლებებისთვის, რომ ქალებსაც შესძლებოდათ ავტომობილების მართვა. იგი იცავდა ძალადობის მსხვერპლთ და იმისთვის, რომ დასრულებულიყო მამაკაცთა ბატონობა.

 
ლინას თქმით, სწორედ მისი აქტივობის გამო გაიტაცეს ლუჯაინი და არ მისცეს საშუალება, რომ სწავლა დაესრულებინა. იგი უკანონოდ ჩასვეს ციხეში, სასტიკად აწამეს და კარცერში თვეების განმავლობაში გამოკეტეს. ბოლოს კი, როგორც ტერორისტი, ისე გაასამართლეს.

ჯილდოს ფინალისტები ქალები იყვნენ,  მათ შორის ლუჯაინ ალ-ჰათლული.

მეორე ადგილზე კი გავიდა ბუდისტურ მლოცველთა ჯგუფი, რომელიც ჰიმალიას მთებში გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის, ასევე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ადამიანთა უფლებების დამცველი  ჟულიენ ლუსენჟი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend