მთავარიმსოფლიოგაერომ კლიმატის ცვლილებაზე უახლესი კვლევა გამოაქვეყნა

გაერომ კლიმატის ცვლილებაზე უახლესი კვლევა გამოაქვეყნა

გაერთიანებული ერების მსოფლიო მეტეოროლოგიური  ორგანიზაციის ინფორმაციით, 1850 წლის შემდეგ გასული 10 წელი ყველაზე თბილი იყო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კლიმატური კრიზისის მოგვარების დრო იწურება. გაეროს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის მიუხედავად, სათბურების აირების კონცენტრაციაც გაიზარდა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველა ლიდერი უნდა გაეცნოს ამ კვლევას. მისი თქმით, 2020 წელი 1.2 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში.

ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ მსოფლიო იმ 1.5-გრადუსიან ზღვარს უახლოვდება, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებამ დაადგინა. მისი თქმით, მსოფლიო უფსკრულის პირასაა.

გაეროს ანგარიში  ხუთშაბათს დაგეგმილ ჯო ბაიდენის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

სამიტზე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ვირტუალურ შეხვედრაზე მსოფლიოს 40 ლიდერია მიწვეული.

ორშაბათს შეერთებული შტატების  სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა და განაცხადა, რომ მზად არიან ჩინეთთან სამუშაოდ პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

გასულ უქმეებზე კი ჯონ კერი სამხრეთ კორეაში დახურულ კარს მიღმა გამართულ იმ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც კლიმატის საკითხების განხილვას ეხებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend