მთავარიამბებიჟოზეპ ბორელი - ვიმედოვნებ, საქართველოში პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ

ჟოზეპ ბორელი – ვიმედოვნებ, საქართველოში პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ

მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ გამონახონ კომპრომისული გზები იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც ახლა საქართველოა, რათა გაგრძელდეს მისი დემოკრატიული კონსოლიდაცია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოს საკითხზეც. პრეზიდენტ შარლ მიშელის სახელით ახალი წინადადება იქნა წარდგენილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნის მიზნით. შეხვედრის დროს მივიღეთ ინფორმაცია და მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების მიღების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც იმოქმედებენ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ გამონახონ კომპრომისული გზები იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც ახლა საქართველოა, რათა გაგრძელდეს მისი დემოკრატიული კონსოლიდაცია. იმედი ვიქონიოთ, რომ დღის ბოლომდე კარგ ახალ ამბავს შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend