მთავარიკუბიდასავლური მედია ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნისთან პირადი ექიმის შეშვებას სთხოვს

დასავლური მედია ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნისთან პირადი ექიმის შეშვებას სთხოვს

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დასავლური მედია და ცნობილი ადამიანები მხარს უჭერენენ. ისინი ნავალნისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ.

გაზეთ New York Times-ის სარედაქციო საბჭომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს  წერილით მიმართა.  ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, ალექსეი ნავალნისთან შეუშვას ექიმები, რათა მათ შეაფასონ ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაუნიშნონ მკურნალობა.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

New York Times-ის -ში აღნიშნავენ, რომ თუ პუტინი ნავალნის არ დაეხმარება და ოპოზიციონერი ციხეში დაიღუპება, კიდევ უფრო შეილახება პუტინის რეპუტაცია და გაამართლებს  ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოხსენიებულ სახელს – „მკვლელს“.


მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა Washington Post-ის რედაქციამ, თუმცა განცხადება გაუგზავნეს არა პუტინს, არამედ აშშ-ის ხელისუფლებას.

ჟურნალისტები მოუწოდებენ მთავრობას, გააფართოონ სანქციების სია. ისინი სთავაზობენ ამერიკისა და დასავლური ქვეყნების სხვა ლიდერებს, სანქციები დაუწესონ 35 ოლიგარქს, რომელთაც ნავალნი პუტინის სიმდიდრეების მცველებს უწოდებს.

ისინი ასევე მოითხოვენ გადაადგილება შეეზღუდოთ როგორც ამ ოლიგარქებს, ისე მათი ოჯახის ყველა წევრს.

ფრანგული გაზეთი Le Monde აქვეყნებს ღია წერილს ვლადიმერ პუტინის მისამართით. განცხადებას ხელს აწერს კულტურის სფეროს 78 წარმომადგენელი, მათ შორის მსახიობები; ჯეი ჯეი აბრამსი, ბენედიქტ კამბერბაჩი, ჯუდ ლოუ, ჯგუფ Radiohead-ის სოლისტი ტომ იორკი და ნობელის პრემიის ლაურეატები.

ნავალნის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოსკოველმა  ექიმებმა და სპეციალისტებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ნავალნი ითხოვდა ისეთ ექიმს, რომელსაც თვითონ აირჩევდა, რაზეც მათ უარი უთხრეს, ამიტომ ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა.

ექიმების თქმით, პაციენტს განუვითარდა თირკმლის უკმარისობა და მეტაბოლური დარღვევები.

ამ დაავადებამ, თავის მხრივ, გამოიწვია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, რომელსაც შეიძლება  გულის გაჩერებაც კი მოჰყვეს.

ექიმებმა გამოაქვეყნეს ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგიც, რომელშიც ჩანს, რომ ნავალნის სისხლში კალიუმის ნაკლებობა აქვს.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები 21 აპრილს მასშტაბური მიტინგის მოწყობას აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend