მთავარიმსოფლიოეგვიპტეეგვიპტეში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში სამი ათასი წლის წინანდელი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც  ფარაონების მმართველობის ოქროს ხანაში ქალაქ ლუქსორის მახლობლად აშენდა და აქამდე აღმოჩენილ ქალაქებთან შედარებით ყველაზე მასშტაბურია.


„ქალაქში სამი დიდი უბანია – საცხოვრებელი, სამრეწველო და ადმინისტრაციული. ჩვენ ვიპოვეთ ადგილები, სადაც ამზადებდნენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ძვირფას ქვებს. აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი თიხის ნაკეთობა. ჩემი და ბევრი სხვა ეგვიპტოლოგის აზრით, ლუქსორში ასეთი მნიშვნელობის აღმოჩენა ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ არ ყოფილა“, – ამბობს არქეოლოგი ზაჰი ჰავასი.

2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ შედეგად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის გამო ეგვიპტის ტურიზმის ინდუსტრია ძლიერ დაზარალდა.

ეგვიპტეში ცდილობენ, ქვეყანა ტურისტებისთვის კვლავ მიმზიდველი გახადონ.

წინა კვირას ქვეყანაში გაიხსნა ეგვიპტური ცივილიზაციის მუზეუმი, სადაც18 ფარაონის მუმიის ნახვაა შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend