მთავარიმსოფლიომექაში მხოლოდ აცრილი მომლოცველები დაიშვებიან

მექაში მხოლოდ აცრილი მომლოცველები დაიშვებიან

საუდის არაბეთში ცაზე ნახევარმთვარე გამოჩნდა, რაც მზის ჩასვლისთანავე რამადანის წმინდა თვის დაწყების მაუწყებელია. როგორც წესი, მექაში მომლოცველთა დიდი რაოდენობა იკრიბება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებიან, რომელთაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ინდონეზიაში მუსლიმანებმა რამადანის აღნიშვნა ორშაბათს დაიწყეს. გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში წელს კორონავირუსის გამო დაწესებული  შეზღუდვები მცირედით შემსუბუქებულია.

მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდი მუსლიმანი რამადანს აღნიშნავს. მორწმუნეები ამ  დროს, მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე, თავს იკავებენ საკვებისა და სასმლის მიღებისგან.  როგორც წესი, ადამიანები სახლში ან  რესტორანში ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად ასრულებენ მარხვას. ამ ვახშამს იფთარი ჰქვია.

 
კორონავირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო რამადანს  წელსაც თავყრილობის გარეშე აღნიშნავენ.

მილიონობით ადამიანისთვის მარხვის დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა.

თუმცა წელს მხოლოდ ოჯახურ წრეში მოუწევთ მისი აღნიშვნა.

მომლოცველებს ურჩევენ, დაიცვან წესები, რადგან ბაზრები გადატვირთული იქნება. ამ დროს ყველა მორწმუნე ცდილობს, იფთარის სუფრისთვის პროდუქტი შეიძინოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend