მთავარიევროპაგერმანიარა გამოსავალს პოულობენ სცენის მიღმა დარჩენილი ოპერის მომღერლები გერმანიში

რა გამოსავალს პოულობენ სცენის მიღმა დარჩენილი ოპერის მომღერლები გერმანიში

გერმანიაში კიდევ ერთი საყოველთაო კარანტინისთვის ემზადებიან. დაიხურება თეატრები და ოპერები.

წლის დასაწყისში ქვეყანაში გარკვეული დროის განმავლობაში დარბაზები საცდელ წარმოდგენებს ეთმობოდა, რომლებსაც  მაყურებელთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა. თუმცა კორონავირუსის შემთხვევბის ზრდის შემდეგ, ბერლინის სენატმა საცდელი წარმოდგენებიც შეაჩერა.

ერთ წელზე მეტი პანდემიაში… ოპერის მომღერლების – ფლორიანისა და ჯენიფერის სპექტაკლების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

სცენის გარეშე დარჩენილებმა მათ საკუთარი თავი ქუჩაში იპოვეს.

“ენერგიების გაცვლა, კომუნიკაცია – ეს არის ის, რაც გვჭირდება. ეს პროფესია ამიტომ ავირჩიეთ და მის გარეშე ისეთი სრულყოფილები ვეღარ ვართ, ვეღარ  ვავსებთ ჩვენს თავებს როგორც ადრე ”, – ამბობს ოპერის მომღერალი, ბარიტონი ფლორიანი.

დამოუკიდებელი ოპერის მომღერლები  ბერლინის ჟანდარმენმარკტის პარკში სპექტაკლებს ყოველკვირეულად მართავენ, იქნება ეს იოჰან შტრაუსის „ფლედერმაუსი“ თუ ჯორჯ ბიზეს „კარმენი“.

თანატოლების მსგავსად, შემოსავლის წყაროც აღარ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პანდემიის დროს ფინანსური დახმარება გამოუყო.

 

“პანიკაში ვიყავი. ვამბობდი: რა უნდა ვქნა ახლა? იმედი არ არსებობს. შემდეგ ჩემთან ახლოს დავიწყე  ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობა, რაც საბოლოოდ კარგი გამოცდილება იყო”,- ამბობს სოპრანო ჯენიფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ჯენიფერისთვის უფრო შემოსავლიანი იყო, მძიმე სამუშაოს გამო  წარმოდგენებსაც ვეღარ მართავდა.

ნოემბერში კორონავირუსითაც დაავადდა.

“კორონავირუსის შედეგებით დიდი ხანია ვიტანჯები. პერიოდულად საშინელ დაღლილობას ვგრძნობ. 5 თვეა არ ვვარჯიშობ და გული საშინლად მიცემს”,- ამბობს ჯენიფერი.

წლის დასაწყისში, ცოტა ხნით იმართებოდა საცდელი წარმოდგენები, რომლებსაც მაყურებლის მცირე რაოდენობა ესწრებოდა, მათ სწრაფ ტესტებს უკეთებდნენ.

ეს იმედს აჩენდა, რომ მალე სხვა წარმოდგენებიც გაიმართებოდა ისეთ ცნობილ საოპერო დარბაზში, როგორიცაა ბერლინის ოპერის თეატრი. მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბერლინის სენატმა საცდელი წარმოდგენებიც შეაჩერა.

“სიმართლე გითხრათ, ბედნიერები ნამდვილად არ ვიყავით. ჩვენ კონცეფცია შევიმუშავეთ, მათ შორის გამართულად მომუშავე ტესტირების ცენტრები საოპერო სივრცეში. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მაყურებელს წარმოდგენაზე დასწრება შესძლბოდა. და რა არის შედეგი? ტესტირებაზე რიგებია, რაც სასიხარულოა, მაგრამ აქ შემოწმებული ადამიანები სილამაზის სალონებში ან საყიდლებზე მიდიან. მეორე მხრივ, ეს გასაგებია. ყველაფერი ვირუსის გავრცელების გამო ხდება”,- ამბობს ბერლინის ოპერის დირექტორი. დიეტმარ შვარცი.

ბერლინის ოპერის თეატრში იმედოვნებენ, რომ საცდელი წარმოდგენები მაისში კვლავ გაგრძელდება.

თუმცა მთავრობის დახმარების გარეშე თავისუფალ ხელოვანებსა და პატარა დარბაზებს უფრო დიდხანს მოუწევთ ლოდინი, სანამ პოსტპანდემიის ფარდა მათთვისაც აიწევა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend