მთავარი მსოფლიო რაულ პეკის ახალი დოკუმენტური ფილმი ევროპულ კოლონიალიზმზე

რაულ პეკის ახალი დოკუმენტური ფილმი ევროპულ კოლონიალიზმზე

ოსკარზე წარდგენილი რეჟისორის რაულ პეკის უკანასკნელ დოკუმენტურ სერიალში განხილულია ევროპული კოლონიალიზმი და მისი შედეგები, რომლებიც დღემდე გრძელდება.

მინისერიალში გამოყენებულია როგორც საარქივო მასალები, ასევე დადგმული სცენები, რომლებიც კოლონიალიზმის 600 წლის ისტორიას შეეხება. სერიალის ოთხივე ნაწილში პეკი მაყურებელს აძლევს საშუალებას, გაიაზროს, თუ როგორ იქმნება ისტორია.

ფილმში ისტორიისა და ცოდნის ერთობლიობა გადმოცემულია ევროცენტრისტული თვალსაზრისით.

რაულ პეკს მიაჩნია, რომ თუ მთავარი, ცოდვა, არ გათვალისწინებენ, დანარჩენი ამბებიც სიმართლეს მოკლებული იქნება. რეჟისორი აღნიშნავს, რომ ის უამრავი დანაშაული, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბების დროს ჩაიდინეს, დღემდე არ აღმოფხვრილა. ამას ემატება მეორე საკითხიც, რომელიც მონებით ვაჭრობას უკავშირდება.

 

ცნობილია, რომ ამერიკაში იძულებით ჩაიყვანეს მილიონობით აფრიკელი, რომელთაგან ძალიან ბევრი გზაშივე  დაიღუპა.

ფილმის „მე შენი ზანგი არ ვარ“ წარმატების შემდეგ HBO-მ პეკს სრული თავისუფლება მიანიჭა შემდეგ დიდ პროექტზე სამუშაოდ.

ჰაიტელმა კინორეჟისორმა ფილმში საკუთარი თავი და პირადი გამოცდილებაც ასახა. შედეგად შეიქმნა ფილმი, რომელიც მაყურებელს დააფიქრებს კოლონიალიზმსა და ჭეშმარიტების შესახებ.

რაულ პეკი მოგვითხრობს 600-წლიან ისტორიას, რომელიც ტყუილებით, გენოციდისა და დანაშაულის დაფარვით არის ცნობილი. ახალი დოკუმენტური სერიალის ნახვა მაყურებელს 7 აპრილიდან HBO Max-ze შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები