მთავარი საქართველო „საია“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს

„საია“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორი საჩივრით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

“საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლის და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება”, – განაცხადა „საიას“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას საქმის მასალების შეგნებულად დაფარვასა და გამოძიების არასათანადოდ მიმდინარეობაში ადანაშაულებს. სასამართლოს კი მიკერძოებული მართლმსაჯულების განხორციელებაში.

იურისტების თქმით, მათი საჩივრები სათანადო მასალებითაა გაჯერებული და ევროპულ სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენა არ გაუჭირდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

საიასაია