მთავარი ევროპა თურქეთი თურქეთში შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდნენ

თურქეთში შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდნენ.

ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის მთავრობამ გააძლიერა თავისი პოლიტიკა თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, გაგზავნა გემები იმ წყლებში, რომლებიც,  საერთაშორისო აღიარებით, კვიპროსსა და საბერძნეთს ეკუთვნის,  გახსნა საზღვარი და, შესაბამისად, მიგრანტებს მისცა საშუალება, თავისუფლად გადასულიყვნენ ევროკავშირის ქვეყნებში.

მიშელი და ფონ დერ ლაიენი ერდოღანს გადასცემენ გასულ თვეში გამართული ევროკავშირის სამიტის გზავნილს, რომლის მიხედვით, ნებისმიერი პროგრესი უნდა დაუკავშირდეს თურქეთისა და ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან – საბერძნეთთან მოლაპარაკებებს.

ასევე უნდა გადაიჭრას ტერიტორიული დავის საკითხები  ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში, სადაც, როგორც ფიქრობენ, დიდძალი ენერგომარაგია.

 

ლტოლვილთა საკითხი კიდევ ერთი პრობლემაა. ევროკავშირში სურთ, 2016 წლის შეთანხმება გაგრძელდეს, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები. რამდენადაც თურქეთში დაახლოებით 4 მილიონი სირიელი ლტოლვილია, სავარაუდოდ, ბრიუსელის პრიორიტეტი იქნება, თურქეთმა შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია და კვლავ შეიფაროს ლტოლვილები. ანკარაში სურთ, შემუშავდეს გასულ წლებში არსებული ფინანსური პაკეტების მსგავსი დაფინანსების მექანიზმები.

უახლესი

სხვა ამბები