მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს

ევროპაში ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 132 მილიონს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 106  მილიონს გადააჭარბა. ევროპის ზოგიერთ  ქვეყანაში ,,კოვიდ-19-ით” ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინტენსიურ თერაპიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  შესაძლოა მიაღწიოს იმ მაჩვენებელს , რომელიც ერთი წლის წინ, პანდემიის პირველი ტალღის დროს იყო.

ქვეყნის საავადმყოფოებში პაციენტების რიცხვმა უკვე გადააჭარბა ნოემბერში მეორე ტალღის დროს დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობას.

,, ყოველთვის არის ორი ან სამი კვირა ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა პიკს შორის. თუ ამ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა პიკს მივაღწევთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ორ, სამ კვირაში ჩვენ გვეყოლება პაციენტების  დიდი ნაკადი  ინტენსიური თერაპიიის განყოფილებებში. ეს იქნება საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, რადგან ყოველდღიურად კოვიდ- 19-ით 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება”, – აცხადებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი.

 

ესპანეთს, ისევე, როგოც საფრანგეთს, ვაქცინაცია კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზად მიაჩნია.

ორშაბათს ესპანეთს  „ფაიზერის“  ვაქცინის 1 მილიონ 200,000 თასი დოზა გადაეცა, ქვეყანა მზად არის გააფართოოს ვაქცინააციის პროცესი სტადიონებზე, აუდიტორიებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

ესპანეთის ჯანდაცვის  სფეროს წარმომადგენლები კი მზად არიან, ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩაუტარონ.

სერბეთში კი ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინის ასობით ათასი დოზა ჩავიდა. ამ დროისთვის ქვეყანაში მილიონ 500 ათასი ადამიანია აცრილი.

სერბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეკონომიკის გადასარჩენად შეზღუდვები შემსუბუქდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend