მთავარიკუბირუსეთში 15 მაისამდე სოციალური ქსელ Twitter-ის სიჩქარე შეიზღუდება

რუსეთში 15 მაისამდე სოციალური ქსელ Twitter-ის სიჩქარე შეიზღუდება

რუსეთის მედიის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო „როსკომნადზორი“ ავრცელებს განცხადებას, რომ 15 მაისამდე სოციალურ ქსელ Twitter-ის სიჩქარე შეზღუდული იქნება. მარეგულირებელმა ორგანომ Twitter პირველად 10 მარტს შეზღუდა, რათა ეიძულებინა კომპანია, რომ წაეშალა ის მასალები, რომლებსაც სააგენტო არალეგალურად მიიჩნევს.

პოსტში ვკითხულობთ, რომ 10 მარტის შემდეგ Twitter-მა მოთხოვნილი 3100-დან 1900 პოსტი წაშალა. „როსკომნადზორის“ განცხადებით, მასალები ეხება ბავშვთა პორნოგრაფიას, ნარკოტიკულ საშუალებებსა და სუიციდს.

რუსეთის კანონმდებლობით, კომპანიამ 24 საათში უნდა დააკმაყოფილოს მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნები, ახლა კი ასეთ მოთხოვნებზე რეაგირების დრო დაახლოებით 81 საათია.

მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, რომ Twitter-მა პროცესი დააჩქარა და ეს გაუმჯობესებული მონაცემია, რის გამოც უფრო მკაცრი ნაბიჯები, მაგალითად, ქვეყანაში „ტვიტერის“ სრულად დაბლოკვა, სიჩქარის შეზღუდვის ხანგრძლივობის გაზრდით ჩანაცვლდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებლი მოვლენების შემდეგ „როსკომნადზორმა“ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა სოციალურ ქსელებს, რომ რუსეთის კანონმდებლობას დამორჩილებოდნენ. სააგენტოს თქმით, სოციალურ ქსელებში არასრულწლოვნებს ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend