მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკური განვითარების შესახებ ძალიან კარგი საუბარი შედგა.
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს ამ ფინანსური ინსტუტის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და დაგეგმილი პროექტები იყო.
[br]”საუბარი დავიწყეთ ახალი კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი ვითარების მიმოხილვით და შევეხეთ ვაქცინაციის პროგრამას. ხაზი გავუსვით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის დაცვას შესაძლო მესამე ტალღისგან”,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი.