მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქება ,,კოვიდპასპორტების" გამოყენების ფონზე იწყება

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქება ,,კოვიდპასპორტების” გამოყენების ფონზე იწყება

ინგლისის ხელისუფლებას ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი აქვს. 15 მაისს ისინი შეძლებენ უემბლის სტადიონზე ინგლისის თასის ფინალზე დასწრებას.

ღონისძიება, ერთი მხრივ, ერთგვარი გამოცდა იქნება, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების თვის თუ როგორ შეძლებს  ,,კოვიდპასპორტების“ შემოწმებას, მეორე მხრივ, კი გაირკვევა, თუ რამდენად დაცული იქნებიან ადამიანები კორონავირუსისგან სპორტულ არენებზე, ღამის კლუბებსა და კონცერტებზე ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ.

ინგლისში ,,კოვიდპასპორტი“ დამადასტურებელი საბუთი იქნება იმისა, აქვს თუ არა ადამიანს ვაქცინა გაკეთებული, აქვს თუ არა ტესტის უარყოფითი პასუხი,  ან გამოუმუშავდა თუ არა  იმუნიტეტი კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

დიდ ბრიტანეთში ასევე შეისწავლიან, თუ რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოების დაბრუნებას მასობრივი თავშეყრის ადგილებში ვენტილაციისა და ტესტირების სისტემა. ჯერჯერობით ეს წესები არ ვრცელდება ბარებსა და რესტორნებზე, სადაც დასაქმებულები მოუთმენლად ელოდებიან შეზღუდვების შემსუბუქებას.

ინგლისში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად აქტიურად განიხილება ,,კოვიდპასპორტის“ საკითხი. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ,,კოვიდპასპორტების” შემოღება დისკრიმინაცია იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციაზე წვდომა.

ევროკავშირის მიერ წარდგენილი ციფრული მწვანე სერტიფიკატი მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს  იმ ადამიანებს, რომელებსაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვთ. ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ასევე აჩვენებს , გამოუმუშავადა თუ არა მფლობელს იმუნიტეტი ვირუსის გადატანის შემდეგ, ან აქვს თუ არა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend