მთავარიამერიკააშშSPACEX-ის კოსმოსური ხომალდი მიწაზე დაშვებისას აფეთქდა

SPACEX-ის კოსმოსური ხომალდი მიწაზე დაშვებისას აფეთქდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია „სპეისექსის“ კოსმოსური ხომალდის „სტარშიპის“ საცდელი ფრენა მიწაზე დაშვებისას აფეთქებით დასრულდა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ აფრენისას გამოვლინდა 2 პრობლემა, რომლებიც ძრავასთან იყო დაკავშირებული. ილონ მასკი გეგმავს, რომ 2023 წლისთვის ადამიანები მარსზე გააგზავნოს.

ტეხასში კომპანია Spacex-მა კიდევ ერთი „სტარშიპის“ ტიპის ხომალდი  დაკარგა. ხომალდი ძლიერი ნისლის დროს დაშვებისას ნაწილებად დაიშალა. მასზე დამონტაჟებული კამერა სწორედ იმ დროს გაიჭედა, როდესაც მიწაზე დაშვებისას რაკეტამ კატასტროფა განიცადა. დეკემბრის შემდეგ ეს ხომალდი რაკეტის სიდიდის უჟანგავი ფოლადის მეოთხე მოდელი იყო, რომელიც 10 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ტვიტერტზე დაწერა, რომ აფრენისას ძრავის 2 პრობლემა გამოვლინდა, დაშვებისას კი წვის კამერაში ვერ წარმოიქმნა საჭირო წნევა.

 

„სტარშიპის“ ტიპის ხომალდის გამოცდა რამდენჯერმე   წარუმატებლად დასრულდა. გასული წლის მარტში, ბოლო ცდისას, ხომალდი, მართალია,  დაეშვა მიწაზე, თუმცა რამდენიმე წუთში აფეთქდა.

გასულ წელს კომპანია „სპეისექსმა“ SN5 და SN6 მოდელებისთვის დაბალ სიმაღლეზე ორი საცდელი ფრენა განახორციელა და არაერთი სატელიტი გააგზავნა კოსმოსში. მასკმა ცოტა ხნის წინ თავისი ამბიციური გეგმის შესახებ ისაუბრა. მისი მიზანია, 2023 წლისთვის ადამიანები მარსზე დასვას. წარმატების შემთხვევაში კი ნასას გეგმებს  10 წლით დაასწრებს. „სტარშიპის“ კოსმოსურმა ხომალდმა კი ამ მიზნის მისაღწევად მნიშველოვანი როლი უნდა შეასრულოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend