მთავარიამბებიავსტრიაში გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში იზღუდება

ავსტრიაში გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში იზღუდება

საქართველოს საელჩო ავსტრიაში პანდემიის გამო გამკაცრებული შეზღუდვების შესახებ

საგანგებო განცხადებას ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

“ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხუთშაბათიდან, 1 აპრილიდან ბურგერლანდში, ქვემო ავსტრიაში და ვენაში სრული ლოქდაუნის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაშია 6 აპრილის ჩათვლით!

შესაბამისად, 1 აპრილიდან:
– იხურება ყველა სავაჭრო და სხვა ობიექტი, გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა (საკვები პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ფოსტა, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები).
– იზღუდება გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში:
ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა სამსახურებრივი აუცილებლობა სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ

სუფთა ჰაერზე გასვლა რეგულაციების შეცვლის შემთხვევაში, დამატებით მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციასვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 1450
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:
+43 676 3259839”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend