საქართველოში ვაქცინაციის შესაძლებლობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად 65 წელს გადაცილებულებსაც აქვთ. მათი რეგისტრაცია გუშინ საღამოს 6 საათზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომავალ კვირაში საქართველოში შესაძლოა მოქალაქეების საყოველთაო რეგისტრაციაც დაიწყოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, “ფართო ვაქცინაციის ეტაპები, დაგეგმილია მიმდინარე წლის მე-3-მე-4 კვარტალში, თუმცა მანამდე, დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ამ ვაქცინების”, თქვა გაბუნიამ.