2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ევროპაში თურქეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა თურქების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
მატჩის მთავარი გმირი თურქეთის ნაკრების კაპიტანი, ბურაკ ილმაზი იყო რომელმაც ნიდერლანდების კარში სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუს ანგარიშზეა, ნიდერლანდებიდან კი თავი დეივი კლაასენმა და ლუუკ დე იონგმა გამოიჩინეს.
G ჯგუფში თურქეთისა და ჰოლანდიის გარდა, ნორვეგიის, მონტენეგროს, ლატვიისა და გიბრალტარის ნაკრებები არიან.
ნორვეგიამ გიბრალტარს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, მონტენეგრომ კი ლატვია 2:1 დაამარცხა.
გიორგი სანაძე