მთავარისაქართველოსაქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა დღეს, 24 მარტს შემოვა. 25 მარტიდან კი სამედიცინო სფეროში დასაქმებულებთან ერთად აცრას საქართველოს 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და თანამშომლებიც შეძლებენ. “ფაიზერი” მეორე დასახელების ვაქცინაა, რომელიც საქართველოში შემოდის. ვაქცინაცია 15 მარტს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოში სულ 4021 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი აიცრა. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას, ბოლო მონაცემებით 21 000 ტესტზე 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend