მთავარიმსოფლიოევროპაეპიდემიოლოგიური ვითარება ევროპაში

ეპიდემიოლოგიური ვითარება ევროპაში

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 900 000 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა. ეს კი რეკორდული მაჩვენებელია. საფრანგეთის 16 რეგიონში ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდა, პოლონეთში კი ე.წ. ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელების გამო გამოცხადდა მეოთხე საყოველთაო კარანტინი, რომელიც 9 აპრილამდე გაგრძელდება.

გერმანია კორონავირუსის გამო პოლონეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, რადგან პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშირდება. პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ქვეყანაში მეოთხე საყოველთაო კარანტინი გასულ უქმეებზე ამოქმედდა, კარანტინი 9 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ნეძელსკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გავრცელებული ინფექციის 60 – 80%-ამდე ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშირდება.

საფრანგეთის 16 რეგიონში ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს, მიუხედავად ამისა, მარსელში 6500 ადამიანი ქალაქის ცენტრში კარნავალის ჩასატარებლად გამოვიდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ღონისძიება არ იყო  სანქცირებული და საზოგადოება  უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. საფრანგეთში  პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 4.2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ბარსელონაში კი გასულ უქმეებზე ბორნის რაიონიდან პოლიციამ ათასობით ადამიანი  გაიყვანა.  ამ ადგილს ახალგაზრდები შეკრებისა და გართობისთვის იყენებდნენ, ისინი კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს არღვევდნენ.

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „მოდერნას“  300 000 მეტი დოზა მიიღეს, რაც ქვეყანაში შემოსული დოზების ყველაზე დიდი პარტიაა. იტალიის ზოგიერთ რეგიონში სრული კარანტინია გამოცხადებული, სხვა რეგიონებში კი  ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს. სარდინია კი სტაფილოსფერ ზონაში გადავიდა.

დიდ ბრიტანეთში კი რეკორდულად ბევრი, 873 784, ადამიანი ერთ დღეში აიცრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend