მთავარიევროპანიდერლანდები"ჩრდილების თამაში" - ახალი ფილმი მიგრანტებზე

“ჩრდილების თამაში” – ახალი ფილმი მიგრანტებზე

“ჩრდილების თამაში“ ორი ჰოლანდიელი რეჟისორის მიერ გადაღებული ახალი ფილმია. ფილმი მოგვითხრობს მიგრანტებზე, რომლებიც ევროპაში შეღწევას ცდილობენ. რეჟისორები თვეების განმავლობაში დაჰყვებოდნენ ახალგაზრდა მიგრანტებს, რომლებსაც ომისა და სიღარიბის გამო სამშობლოს დატოვება მოუწიათ. ევროპაში ჩასაღწევად ისინი ხშირ შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ. ფილმმა ჟენევის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ჯილდო მიიღო.

„ფილმზე მუშაობა როცა დავიწყეთ, ბევრ ახალგაზრდა მიგრანტს შევხვდით. ჩვენ ხშირად გვესმოდა სიტყვა „თამაში“. ისინი ამბობდნენ, რომ „მალე უნდა ეთამაშათ.“ მხოლოდ მერე მივხვდით, რომ ისინი „თამაშში“ საზღვრის გადაკვეთას გულისხმობდნენ. ნაწილობრივ ეს მართლაც რომ თამაშია, ან იგებ ან აგებ. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა.“ – აცხადებს ფილმის რეჟისორი ევი ბლანკენვოორტი.

მოზარდები სირიიდან, დარფურიდან და ავღანეთიდან არიან. მათ დატოვეს თავიანთი ოჯახები და უკეთესი მომავლის საძიებლად წავიდნენ. ევროპული საიმიგრაციო პოლიტიკის მიხედვით, მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ აქვთ. ფილმში ასევე გამოყენებულია ახალგაზრდების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული კადრებიც. „თამაში“ ხშირად მთავრდება საზღვართან და მიგრანტებს ბანაკებში უწევთ დარჩენა.

 

„ისინი სრულიად უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ჩვენ მიგვიზიდა მათმა ახალგაზრდულმა ჟინმა, ისინი ძალიან ნიჭიერები, თუმცა, ამავდროულად, გულუბრყვილოები არიან, მათ ევროპის შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენები აქვთ.“ – აცხადებს ფილმის რეჟისორი ელს ფონ დრილი.

ფილმი ევროპაში გაზაფხულს გამოვა. ჯერჯერობით უცნობია, გაიხსნება თუ არა ამდროისთვის კინოთეატრები.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend