მთავარისაქართველოხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა

ათსაათიანი შეხვედრა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარეობდა, შეთანხმების გარეშე დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა კრისტიან დანიელსონმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა.

კრისტიან დანიელსონი 19 მარტს ბრიუსელში მიემგზავრება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შვიდდღიანი მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

“ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ პარტიებს პოლიტიკური კრიზისისა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში დახმარებოდნენ. ამ კრიზისის დასრულება იმის საფუძველი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ყურადღება კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგებისთვის დაეთმოთ” — განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მედიატორმა აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებებში პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისათვის.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის და რა ფორმატში გაგრძელდება მოლაპარაკებები მხარეებს შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend