მთავარი ამბები პარიზი და საფრანგეთის სხვა რეგიონები ერთი თვით იკეტება

პარიზი და საფრანგეთის სხვა რეგიონები ერთი თვით იკეტება

პარიზი, ნიცა და საფრანგეთის სხვა რეგიონები ერთი თვით, მკაცრი რეგულაციებით ჩაიკეტება – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა 18 მარტს განაცხადა.

ქვეყანის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვითარება საფრანგეში საგრძნობლად გაუარესდა, 75% გაიზარდა ვირუსის ბრიტანული შტამით ინფიცირებულთა რიცხვი.

19 მარტიდან ქვეყნის 16 რაიონი მკაცრ კარანტინში გადავა, რაც პანდემიის მესამე ტალღის გამოცხადების ტოლფასია.  რაიონების უმეტესობა პარიზთან ახლოს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

სკოლები არ დაიხურება, თუმცა ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო და აფთიაქები,  დაიკეტება. რეგიონებში, სადაც კარანტინი გამოცხადდა წიგნების მაღაზიები ღია იქნება.

ჟან კასტექსი ამბობს, რომ ქვეყანაში ვირუსის  “მესამე ტალღაა”, რის შედეგადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს მიუახლოვდა.

 

უახლესი

სხვა ამბები