მთავარიკუბიფეისბუკი პოლიტიკური ჯგუფების რეკომენდაციას აღარ გასწევს

ფეისბუკი პოლიტიკური ჯგუფების რეკომენდაციას აღარ გასწევს

ფეისბუკჯგუფებისთივს ახალი წესი უკვე მთელ მსოფლიოში ამოქმედდა. ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს 2020 წლის ოქტომბრის გამოცდილებას, როდესაც ფეისბუკმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეაჩერა პოლიტიკური ჯგუფების რეკომენდაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არღვევდნენ ფეისბუკის წესებს. ეს გადაწყვეტილება დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და შემცირების პოლიტიკის ნაწილია.

ფეისბუკი 21 დღის განმავლობაში არ გაუწევს არც ახალ და არც ძველ ჯგუფებს რეკომენდაციას. ჯგუფების ადმინისტრატორებს თავად მოუწევთ გამომწერების შეგროვება.

რაც  შეეხება კონკრეტულ ცვლილებებსა და  ფეისბუკჯგუფების ბოროტად გამოყენების მცდელობებს. ცვლილებების მიზანია, ფეისბუკზე იმ პოლიტიკური საქმიანობის შეჩერება, რომელსაც მოსახლეობისთვის ზიანი მოაქვს.

 

ფეისბუკის ხელმძღვანელობა ამცირებს იმ ჯგუფების პრივილეგიებს, რომლებიც შემჩნეული არიან დადგენილი წესების დარღვევაში. სერიოზული ზიანის მიყენების შემთხვევაში ფეისბუკის ადმინისტრაცია წაშლის ამ ჯგუფებს.

როდესაც მომხმარებელი რომელიმე ჯგუფში გაწევრიანებას დააპირებს, ფეისბუკზე გამოჩნდება ე.წ. გაფრთხილების ფანჯარა.

იმ შეტყობინებას, რომელშიც გარკვეულ ჯგუფში გაწევრიანების თხოვნაა,  მომხმარებელი მხოლოდ ერთხელ მიიღებს. ასეთი ჯგუფის წევრები კი იშვიათად დაინახავენ იმ სტატუსებს, რომლებიც ამ ჯგუფში ქვეყნდება.

იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ბევრი ადამიანი გაწევრიანდა, ადმინისტრატორებისა და მოდერატორების გადამოწმების გარეშე სტატუსი არ გამოქვეყნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend