ბულგარეთში პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ყალბი ფული ამოიღო. კუპიურებს სოფიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტამბაში ბეჭდავდნენ. დაკავებულია 2 პიროვნება. პროკურორის განცხადებით, ამოღებული ყალბი ფული დაახლოებით 4 მილიონ დოლარსა და 3.6 მილიონ ევროს შეადგენს.
პოლიციას მიაჩნია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილები უფრო დიდი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც უკრაინასა და დასავლეთ ევროპაში ყალბი კუპიურების გავრცელებით არიან დაკავებული.