მთავარიევროპაისლანდიაისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის მახლობლად ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიწისძვრის 20 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, 800 წელია, რეიკიავიკთან ვულკანი აღარ ამოფრქვეულა.

„მიწისძვრის შემთხვევათა ასეთი თანმიმდევრობა უცხო ნამდვილად არაა, თუმცა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის მახლობლად ეს პირველად ხდება. ბევრი ადამიანისთვის ყოველდღე მიწისძვრა ახალი გამოცდილებაა“, – ამბობს გეოფიზიკის პროფესორი პალ აინარსონი.

იმ შემთხვევაში, თუ ვულკანი ამოიფრქვევა, ტექნიკის დახმარებით გაითხრება არხები და აშენდება მიწის კედლები, რომლებიც ნებისმიერ მდნარ ლავას შეაკავებს.

უსაფრთხოების მსგავსი  ზომები 1973 წელს კუნძულ ჰეიმის გადასარჩენად მიიღეს.

ჯერჯერობით ბიძგებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუტანია ქალაქისათვის. თუმცა ვულკანის გააქტიურება ნელ-ნელა უფრო უსიამოვნო ხდება.

 

„გარეთ ვიყავი, მანქანას ვტვირთავდით. ჩვენ იმ უამრავ ადამიანს შორის ვართ, რომელთაც სახლის დატოვება მოგვიწია, მშვიდად რომ დაგვეძინა. ვგრძნობდი, როგორ იძვროდა მიწა. სამზარეულოში შესვლისას კი აღმოვაჩინე, რომ კარადა ოთახის სხვა მხარეს იყო და ნივთები კი გადმოყრილი“, – გვიყვება ქალაქ გრინდავიკის საბჭოს თავჯდომარე სიგურდურ ოლი თორლაიფსონი.

სახიფათო ბუნებრივი მოვლენების სპეციალისტები ამჟამად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, თუმცა ძალიან რთულია ვულკანის გააქტიურების პროგნოზირება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend