მთავარიამბებიშალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა

შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე, მაგიდასთან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, დაუბრუნდება მოლაპარაკებების რაუნდებსა და კონსულტაციებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი.

პოლიტიკოსის თქმით, პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს ახალი არჩევნების თარიღის შემდგომი საკითხი. როგორც ნათელაშვილი განმარტავს, ეს არის ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტირებული შემოთავაზება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend