მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყნაში პირველი ექიმი ზუგდიდში აიცრა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

  • ვაქცინაცია საქართველოში

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი
Send this to a friend