მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოსარა ევერარდის ხსოვნის პატივსცემად შეკრებილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია

სარა ევერარდის ხსოვნის პატივსცემად შეკრებილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია

14 მარტს ლონდონში პარლამენტის მოედანთან გამართულმა საპროტესტო აქციამ, წინა ღამისგან განსხვავებით, უფრო მშვიდობიანად ჩაიარა. შაბათ ღამეს ლონდონის ცენტრში, სარა ევერარდის ხსოვნის პატივსცემად შეკრებილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია. პოლიციის ქმედება ბევრმა გააკრიტიკა, ათასზე მეტი ლონდონელი კი ქუჩაში გამოვიდა.

კომისარი კრესიდა დიკი იძულებული გახდა, დაეცვა თავისი ოფიცრები, რომლებმაც ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

„ 6 საათის განმავლობაში აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ცოტა პოლიციელი იყო, ხალხი ყვავილებით იყო მოსული. სამწუხაროდ, მოგვიანებით, აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდა, გამომსვლელები გარკვეულ განცხადებებს აკეთებდნენ. ჩემმა გუნდმა ჩათვალა, რომ აქცია უკანონო შეკრებაში გადაიზარდა, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს არ ითვალისწინებდნენ და ამით მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდნენ ხალხის ჯანმრთელობას“, – განაცხადა კომისარმა.

შაბათს, 14 მარტს, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები ასობით დემონსტრანტმა დაარღვია. ისინი ქალების წინააღდეგ ძალადობას აპროტესტებდნენ და სარა ევერარდის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს. მისმა გაუჩინარებამ და მკვლელობამ დიდი პროტესტი გამოიწვია.

33 წლის სარას ხსოვნის პატივსაცემად გამართული აქცია პოლიცასთან შეტაკებით დასრულდა. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend