რეგიონის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და ახალ გეოპოლიტიკურ სურათზე იმსჯელეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა. პიტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრი მისთვის ხელსაყრელ დროს უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დასახელდა განათლება. ირაკლი ღარიბაშვილის და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში მემორანდუმები გაფორმდა.