მთავარიმსოფლიოევროპაევრონიუსის გამოკითხვა - როგორ გაართვეს თავი ევროპელმა ლიდერება პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს

ევრონიუსის გამოკითხვა – როგორ გაართვეს თავი ევროპელმა ლიდერება პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს

ევრონიუსმა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, თუ როგორ გაართვეს თავი ევროპელმა ლიდერებმა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს თავიანთ ქვეყნებში. მოსახლეობის გამოკითხვა 4 ქვეყანაში – გერმანიაში, საფრანგეთში, იატალიასა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობდა. კვლევის შედეგად, გამოკითხულთა უმრავლესობა  დიდ ბრიტანეთში მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯები გადადგა. გერმანიასა და იტალიაში დადებითი და უარყოფითი შეფასებები დაახლოებით თანაბარია. რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის მოსახლეობის 58% უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას.

 

კითხვაზე ამჟამად იღებენ თუ არა მართებულ ზომებს გერმანიის/საფრანგეთის/იტალიის/დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებები კორონავირუსის პანდემიის გასამკლავებლად, შედეგები ასეთია:

გერმანია        საფრანგეთი   იტალია       ინგლისი

                        დიახ                43%            27%         41%           56%

                         არა                 47%            58%         41%           32%

                   არ ვიცი                9%              15%        18%            12%

დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა უმრავლესობა 56 % მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯები გადადგა. გერმანიასა და იტალიაში დადებითი და უარყოფითი შეფასებები დაახლოებით თანაბარია. რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის მოსახლეობის 58% უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას.

კითხვაზე, რამდენად კარგად გაართვეს თავი მერკელმა/მაკრონმა/დრაგიმ/ჯონსონმა კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს, შედეგები ასეთია:

                                           გერმანია        საფრანგეთი   იტალია       ინგლისი              

 

             ძალიან მომწონს       15%              7%             6%               11%

                მომწონს               33%              18%           36%             32%

არც მომწონს და არც არა        17%               24%           33%             19%

            არ მომწონს              20%               29%           12%             18%

       ძალიან არმომწონს        13%               20%           5%                18%

               არ ვიცი               3%                  3%            8%                 2%

საფრანგეთის პრეზიდენთის ემანუელ მაკრონის ქმედებას კორონავირუსის კრიზისის დროს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 25% იწონებს. თავის მხრივ, მარიო დრაგის, ანგელა მერკელსა და ბორის ჯონსონს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ თავიანთ ქვეყნებში. მათ შორის მოწონების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ანგელა მერკელს აქვს, რომლის საქმიანობასაც დადებითად აფასებს მოსახლეობის 48%.

ჯერ კიდევ პანდემიის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული ევროპელი ლიდერები ცდილობდნენ, მოენახათ საერთო გზა კრიზისთან გასამკლავებლად. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მოსახლეობისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

მაკრონის ქმედებას კორონავირუსის კრიზისის დროს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 25% იწონებს. თავის მხრივ, მარიო დრაგის, ანგელა მერკელსა და ბორის ჯონსონს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ თავიანთ ქვეყნებში. მათ შორის მოწონების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ანგელა მერკელს აქვს, რომლის საქმიანობასაც დადებითად აფასებს მოსახლეობის 48%.

ჯერ კიდევ პანდემიის საწყისი ეტაპიდან ევროპელი ლიდერები ცდილობდნენ, მოენახათ საერთო გზა კრიზისთან გასამკლავებლად. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მოსახლეობისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ კორონავირუსის კრიზისის მიმართ გატარებულ პოლიტიკას, შემდეგი სურათი მივიღეთ:

     გერმანია        საფრანგეთი   იტალია       ინგლისი   

წევრი ქვეყნები მოქმედებდნენ ერთად          20%              19%            17%           25%

წვერი ქვეყნები მოქმედებდნენ ცალ-ცალკე    62%              58%            69%           48%

არ ვიცი                                                    18%              23%            14%            27%

 

აღმოჩნდა, რომ ოთხივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად, განცალკევებულად მოქმედებდნენ. განსაკუთრებით ეს  იტალიის შემთხვევაშია. იტალიის ხელისუფლებაც და მოსახლეობაც გამოთქვამდა პროტესტს და პანდემიის საწყის ეტაპზე ევროკავშირისგან უფრო მეტ დახმარებას ელოდა. კავშირის ყოფილ წევრ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ წევრი ქვეყნები ერთად მოქმედებდნენ, ვიდრე დანარჩენ სამ ქვეყანაში.

კითხვაზე, რა როლი ითამაშა ევროკავშირმა თქვენს ქვეყანაში კორონავირუსის კრიზისის პერიოდში, შემდეგი სურათი მივიღეთ:

გერმანია   საფრანგეთი   იტალია  ინგლისი   

ევროკავშირი დაეხმარა ჩემს ქვეყანას                   24%         30%             41%     13%

ევროკავშირი არ დაეხმარა ჩემს ქვეყანას              51%          32%            36%      56%

არ ვიცი                                                          26%           38%            22%      32%

 

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად არსებული კრიტიკისა, იტალიის მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ევროკავშირი დაეხმარა იტალიას კრიზისის გადალახვაში. რაც შეეხება საფრანგეთს, აქ პოზიციები დაახლოებით თანაბარია. გერმანიის შემთხვევაში მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ფიქრობს, რომ ევროკავშირი დაეხმარა მათ ქვეყანას.

მოსახლეობა ევროკავშირის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ვაქცინების წარმოების საკითხთან დაკავშირებით აღმოჩნდა. ვაქცინების წარმოებისა და მიწოდების პროცესი ევროპის ქვეყნებში შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

კითხვაზე, პანდემიის პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გაამყარა თუ შეასუსტა თქვენი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, შემდეგი სურათი მივიღეთ:

გერმანია         საფრანგეთი     იტალია         ინგლისი 

გაამყარა                          13%               16%             25%             15%

შეასუსტა                        42%                42%            40%              34%

არ შეცვლილა                 31%                31%             23%              31%

არ ვიცი                        14%                 11%            12%               21%

 

პანდემიის პროცესში ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესება მხოლოდ მოსახლეობის მცირე რაოდენობის შემთხვევაში დასტურდება. გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში მოსახლეობის 40%-ზე მეტი ფიქრობს, რომ პანდემიის პროცესის დროს მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ  შესუსტდა.

პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის პროცესების დაჩქარება საბოლოოდ მათ მოსახლეობას უფრო პოზიტიურად განაწყობს  საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და ევროკავშირის მიმართ.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend